პირბადეებთან ერთად საქართველოში სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაც დაიწყო
- პირბადეებთან ერთად საქართველოში სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაც დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანაში სწრაფი ტესტების მარაგი შეიქმნას.
„უკვე დაიწყო ადგილობრივი წარმოება პირბადეების და ასევე სადეზინფექციო საშუალებების, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პირველ რიგში დავაკმაყოფილოთ ის ადამიანები, ვინც არიან კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე, ხოლო შემდეგ სხვა მოქალაქეები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.