აქცია გურჯაანში – მძღოლები მუშაობის შეზღუდვას აპროტესტებენ
გურჯაანი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა ავტოსადგურში აქცია გამართეს. ისინი მუშაობის აკრძალვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
ისინი ითხოვენ, რომ რეგულაციის მოქმედების დასრულებამდე კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი დაწესდეს.
,, ეს არის ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო. ისიც არ ვიცით, ახლა გადასახადი რით გადავიხადოთ. მივითხოვთ, რომ შეღავათი დაგვიწესონ”, – განაცხადა ერთ- ერთმა მძღოლმა.
მძღოლებს გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერი. არჩილ ხანდამაშვილმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იძულებით მიიღეს.
,, ეს აკრძალვა იძულებითია კორინსვირუსის საფრთხის გამო. მოთხოვნებს გავაცნობ მაჟორიტარ დეპუტატს, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას ადგილზე ვერ მივიღებთ”, – განაცხადა ხანდამაშვილმა.
ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრთა გადაყვანა აიკრძალა.