ახალი ამბები

თელავის საკარანტინო ზონიდან მოქალაქე მაღალი ტემპერატურით თბილისში გადაიყვანეს

თელავში შექმნილი საკარანტინო ზონიდან საშუალო ასაკის მოქალაქე, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში გადაიყვანეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ის საქართველოში ერთ-ერთი რეისით შემოვიდა და საკარანტინო პერიოდს თელავში გადიოდა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მას ანალიზებს დღეს აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

 

ავტორი: მაკა ხაზიური