ახალი ამბები

კახეთში, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, კარანტინში კიდევ სამი მოქალაქე მოათავსეს

კახეთში, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, საკარანტინო ზონაში კიდევ სამი მოქალაქე გადაიყვანეს.

როგორც knews-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუცხადა, თვითიზოლაციაში მათი ყოფნიდან 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი ჯერ არ იყო გასული, რაც დაარღვიეს. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში თვითიზოლაციაში 249 მოქალაქე იმყოფება, 10 ადამიანს კი მოეხსნა მეთვალყურეობა. მისივე თქმით, თელავში მოწყობილი საკარანტინო ზონიდან ერთი მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. მას დღეს აუღებენ ანალიზებს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

 

ავტორი: მაკა ხაზიური