თელავში საკარანტინო ზონაში 133 ადამიანი იმყოფება
თელავის მუნიციპალიტეტის სამ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში ჯამში 133 ადამიანი იმყოფება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა.
როგორც knews-ს ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია და არც ერთს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
მისივე თქმით, თელავის საკარანტინო ზონიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი მოქალაქე მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს, რომელსაც ანალიზებს დღეს აუღებენ და გაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში.