ახალი ამბები

თელავში თვითიზოლაციაში 63 ადამიანი იმყოფება

თელავის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 63 მოქალაქე იმყოფება.

როგორც knews. Ge-ს დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში სულ 249 პირია. 10-მა მოქალაქემ კი თვითიზოლაციის პერიოდი დაასრულა.

,,თვითიზოლირებული პირების რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება. მოქალაქეებს თვითიზოლაციის პერიოდის ვადა გასდის და ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან”.

თვითიზოლაციაშია კახეთიდან თბილისში წასული 11 მოქალაქე.

 

ავტორი: მაკა ხაზიური