კახეთში თვითიზოლაციაში 249 მოქალაქე იმყოფება
კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 249-მდე გაიზარდა. ს
აზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ინფორმაციით, შიდაიზოლაციის რეჟიმის მოთხოვნების დაცვას ყოველდღიურად აკონტროლებენ. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
,,249 მოქალაქედან 35 არის საგარეჯოში, 19 ლაგოდეხში, 16 ყვარელში, 32 გურჯაანში, 12 სიღნაღში, 63 თელავში, 30 დედოფლისწყაროში და 42 ახმეტაში”, – განუცხადა “knews-ს” ნელი ხიზანიშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური