ახალი ამბები

თელავში შესაძლოა დამატებითი საკარანტინო ზონა მოეწყოს

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის, ინფორმაციით, თელავში შესაძლოა დამატებითი საკარანტინო ზონა მოეწყოს.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე შერჩეულია ადგილები და ის პერსონალი გადამზადდება, რომელიც შემდგომში კარანტინში მყოფ პირებთან მოუწევთ მუშაობა.

,,თელავში ამ ეტაპზე ორი საკარანტინო ზონაა. ერთგან 27 პირია, ხოლო მეორეგან 6. იმ შემთხვევაში, თუ გახდება სხვა საკარანტინო სივრცის ამოქმედება საჭირო, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. შერჩეულია ადგილები და მიმინარეობს პერსონალის გადამზადება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი, როგრ იმუშაონ კარანტინში მყოფ პირებთან და სხვა.

კარანტინში მყოფი ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაცულია ასევე საკარანტინო სივრცე იმისგან, რომ მოქალაქეები გარეთ არ გამოვიდნენ. იქ იმყოფება დაცვის პოლიცია და ამ პროცესს მონიტორინგს უწევს”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, წინა დღეებთან შედარებით გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა, რაც დაკავშირებულია ახალ მოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული პირები ვალდებულნი იქნებიან თვითიზოლაციის რეჟიმი დაიცვან.

,,ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ, როგორ იცავენ თვითიზოლაციის წესებს მოქალაქეები. ადრე ერთი გაფრთხილეის შემდეგ მიგვყავდა საკარანტინო ზონაში. ახლა კი ყველა პირი, ვინც დაარღვევს ამ წესებს, მაშინვე იქნება გადაყვანილი კარანტინში. დღეს დაფიქსირდა კახეთში ორი თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი და ამაზეც მკაცრი რეაგირება გვქონდა. ისინი გადავლენ საკარანტინო ზონაში”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.