ახალი ამბები

გურჯაანში ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს სურსათი გადაეცემათ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების მოსწავლეების კვებისთვის ამ დროის განმავლობაში გამოყოფილი თანხა მათ ოჯახებს მოხმარდება.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანებაში განმარტავენ. რომ ისინი გამოყოფენ 132 000 ლარს სასურსათო კალათებისთვის, რომელიც თითოეული აღსაზრდელის ოჯახს გადაეცემა.

,,თითოეული სასურსათო კალათის ღირებულება 60 ლარს შეადგენს და სხვადასხვა პროდუქტს მოიცავს. სასურსათო კალათების ოჯახებში მიტანა მომავალი კვირიდან დაიწყება”, – აცხადებენ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში.

 

ავტორი: მაკა ხაზიური