ახალი ამბები

დედოფლისწყაროდან თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო პირი თელავში კარანტინში გადაიყვანეს

დედოფლისწყაროში საზღვარგარეთიდან დაბრუნებულმა მოქალაქემ თვითიზოლაციის წესი დაარღვია.

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე დარეკეს და პოლიცია გამოიძახეს.

„ერთი მოქალაქე, დედოფლისწყაროს სახოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და პოლიციის თანამშრომლების გაფრთხილების მიუხედავად, არ დაემორჩილა თვითიზოლაციის წესს და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. მოქალაქე იძულების წესით გადაიყვანეს ქალაქ თელავში მდებარე სპეციალურ საკარანტინო ზონაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. საზღვრის კვეთიდან 14 დღის გასვლამდე დარჩება კარანტინში“, – აცხადებს დედოფლისწყაროს მთავარი ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი.

 

ავტორი: მაკა ხაზიური