გურჯაანში მდებარე კახეთი იონის კლინიკაში შეზღუდვები ამოქმედდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე კახეთი იონის კლინიკამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული შეზღუდვები დააწესა.
სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ კლინიკაში მხოლოდ დაიშვებიან პაციენტები თანმხლები პირების გარეშე.
“კლინიკის შიდა სივრცეში შემოსვლამდე პაციენტებს მოუწევთ კითხვარის შევსება; თერმოსკრინინგის გავლა; პაციენტებს ევალებათ თან იქონიონ პირბადე; გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ ფაქტს, რადგან აღნიშნული შეზღუდვა დაწესდა ჩვენივე პაციენტების ჯანმრთელობის დასაცავად”, – აცხადებენ კახეთი იონის კლინიკაში.