ახალი ამბები

კახეთში 110 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 110 ადამიანი იმყოფება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ყველა მათგანი იმყოფებოდა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, შიდაიზოლაციის რეჟიმი 7 მოქალაქეს მოეხსნა.

ყველა მოქალაქეს, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში, ყოველდღიურად ვამოწმებთ სოფლებში მერის წარმომადგენლებისა და სამართალდამცავების დახმარებით. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია და მათ არ აღენიშნებათ კორონავირუსის სიმპტომები. საკარანტინო სივრცე თელავის მუნიციპალიტეტის ორ სასტუმროშია მოწყობილი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ქალს, რომელიც თელავიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდგინდა

47 წლის ქალი, რომელიც პარიზი- თბილისის რეისის მგზავრი იყო და თელავიდან თბილისის ინპექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდგინდა.

პარიზი- თბილისის რეისიდან 46 მგზავრი თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში 14 მარტს მოათავსეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული.