ახალი ამბები

გურჯაანში მცხოვრებ მამაკაცს ,რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია კარანტინში გადაიყვანენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში გერმანიიდან დაბრუნებულ 67 წლის მამაკაცს, რომელმაც დღეს თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მას შემდეგ მიღო, რაც მოქალაქემ თვითიზოლაციის წესები დაარღვია.

ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცი საქართველოში 7 მარტს დაბრუნდა.

,, მას შემდეგ, რაც გერმანია რისკ- ჯგუფის ქვეყნად გამოცხადდა, მას უბნის ექიმმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცა. ამის მიუხედავად, მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში კონსულტაციაზე მივიდა. მას ადგილზე შესაბამისი მომსახურება არ გაეწია და სახლში პოლიციის ჩარევის შედეგად დააბრუნეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოქალაქე, სახლში, ოჯახის წევრებსა და მეზობლების გარემოცვაში იმყოფებოდა. მას კორონავირუსისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს”, – განაცხადა კაპანაძემ.
ამ წუთებში, გურჯაანში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ელოდებიან, რომელიც მამაკაცს კარანტინში გადაიყვანს.