სოფელ ველისციხეში ხანძრის გამო 4 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ხანძარმა ბადაშვილების ცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და ტექნიკა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ველისციხეში ნათია თათარაშვილი აცხადებს, რომ ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
მისივე განმარტებით, ხანძარი სახლში ისე სწრაფად გავრცელდა მფლობელებმა ვერაფრის გამოტანა ვეღარ შეძლეს.
,,სახლში არ იყვნენ ხანძარი რომ გაჩნდა. გამოძახებული იქნა სახანძრო, მაგრამ ისე მალე მოედო ცეცხლი მთლიან სახლს, რომ მფლობელებმა ტანსაცმლის გამოტანაც ვერ შეძლეს. ისეთ მდგომარეობაშია სახლი იქ ცხოვრება გამორიცხულია.
ამ დროისთვის დაზარალებულები ნათესავის სახლში იმყოფებიან. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით დახმარება აღმოვუჩინოთ ოჯახს. დავიწყეთ თანხის შეგროვება მათ დასახმარებლად. ასევე ადგილზე იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არსებულ სიტუაციას გაეცნო და ოჯახს დახმარებას დაპირდა”,- განუცხადა Knews.ge-ს ნათია თათარაშვილმა.
ბადაშვილების დასახმარებლად შექმნილია საბანკო ანგარიში: #GE82BG0000000162614887. მიმღები ალექსანდრე ბადაშვილი.