ახალი ამბები

გურჯაანის მერიამ სამარშრუტო და კერძო ტაქსების მძღოლებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები გადასცა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სამარშრუტო და კერძო ტაქსების მძღოლებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები გადასცა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ყველა მძღოლი ვალდებულია, ავტომობილი სისტემატიურად დაასაუფთავოს.

მერიაში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე გაიცა 200 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი და მისი დარიგება კვლავ გაგრძელდება.

ფოტო: ტელეკომპანია გურჯაანი