კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 68 ადამიანი იმყოფება
კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსული 68 პირი იმყოფება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, წინა დღეებთან შედარებით შიდაიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა, რადგან რამდენიმე მოქალაქეს 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი უკვე დაუმთავრდა.
“აქამდე თვითიზოლაციაში იტალიიდან, ჩინეთიდან და სხვა რისკ ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებს ვაკვირდებოდით. გუშინდელი დღიდან კი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსული პირების ზედამხედველობა დაგვევალა.
გუშინდელი მონაცემებით, კახეთში თვითიზოლაციაში 68 ადამიანი რჩება. ახმეტაში 13, გურჯაანში 8, დედოფლისწყაროში 1, თელავში 15, ლაგოდეხში 7, საგარეჯოში 10, სიღნაღში 8 და ყვარელში 6 პირი იცავს თვითიზოლაციის რეჟიმს. ჩვენ მათთან დღეში რამდენჯერმე გვაქვს კონტაქტი, როგრორც სატელეფონო, ისე ადგილზე მისვლით.
ვამოწმებთ, რამდენად იცავენ ისინი ყველა მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ პირი დაარღვევს თვითიზოლაციის წესს, გაფრთხილება მიეცემა, განმეორების შემთხვევაში კი პოლიციასთან ერთად მას საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ”,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ვანო ნელი ხიზანიშვილმა.