გურჯაანში მამაკაცმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია
გერმანიიდან გურჯაანში დაბრუნებულმა მამაკაცმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ, რომ გერმანიიდან დაბრუნებულ პირებზე ზედამხედველობა გუშინ დაიწყეს.
მათივე განმარტებით, სახლიდან გამოსული პირი პოლიციამ დააკავა და სახლში დააბრუნა. მასზე ყოველდღიური კონტროლი გამკაცრდება.
განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირი კვლავ დაარღვევს თვითიზოლაციის მოთხოვნებს, მას საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.