თელავში თვითიზოლაციაში 15 ადამიანი იმყოფება
იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ესპანეთიდან თელავში ჩამოსული 15 მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში განმარტავენ, რომ პირები თვითიზოლაციაში მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის გამო არიან, რადგან საინკუბაციო პერიოდი ამ დროისთვის გასული არ არის.
,,აღნიშნული ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებზე ზედამხედველობა გუშინ დავიწყეთ, მანამდე თვითიზოლაციაში იტალიიდან და ჩინეთიდან ჩამოსული პირები იყვნენ.
თუ როგორ იცავენ თვითიზოლაციაში მყოფი პირები დადგენილ მოთხოვნებს, მათი მხრიდან ყოველდღიური კონტროლი ხორციელდება. იმ შემთხვევაში თუ პირი დაარღვევს თვითიზოლაციის მოთხოვნებს, მას საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ”,- განუცხადეს Knews.ge-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში.