ახალი ამბები

სოფელ ქისტაურის ტყეში ხანძარია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის ტყეში ხანძარია.

როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ტყის ქვედა საფარსა და ბალახს უკიდია. უწყებაში განმარტავენ, რომ ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაციის სამუშაოები.

ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.