კორონავირუსის საფრთხის გამო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე თელავის მერიაც გადავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია დროებით გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.
შოთა ნარეკლიშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ დროებით წყვეტს მუშაობას მერიაში ყველა მუდმივმოქმედი კომისია.
“საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით: ელ.ფოსტაზე: info@telavi.gov.ge, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: https://www.facebook.com/TelaviCityHall/ ან ტელეფონის ნომრებზე: 0 350 27 23 00, 0 350 27 36 50; 0 350 27 00 91. ასევე, დროებით წყვეტს მუშაობას მერიაში ყველა მუდმივმოქმედი კომისია.
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაციებით: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია – ტელ: 599 85 77 43 ; 599 50 91 45″, – აღნიშნულია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.