სოფელ შალაურში სასაფლაოზე 50 წლამდე მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე 50 წლამდე მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
მამაკაცის ცხედარი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ნახეს.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში 50 წლამდე მამაკაცს განსაკუთრებულად ღრმა დეპრესიის ნიშნები ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ თვეს აღნიშნული პირი სავარაუდოდ თელავის უნივერსიტეტის პროფესორს დაესხა თავს. მამაკაცი მას ლიკვიდაციით ემუქრებოდა. თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება 126- ე მუხლით მიმდინარეობდა.
როგორც Knews.ge-ს სინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.