სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის გამო, მოსწავლეებს დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარდებათ
კორონავირუსის გავრცელების საფრთის გამო თელავის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის გამო მოსწავლეებს დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარდებათ.
როგორც knews. Ge-ს თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მრელაშვილმა განუცხადა, ეროვნული გეგმით გათვალისწინებული და სასწავლო გეგმით დაკლებული საათების რაოდენობა სავარაუდოდ შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.
“გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მოგვიწია სასწავლო პროცესის შეფერხება, ამიტომ ეროვნული გეგმით გათვალისწინებული და სასწავლო გეგმით დაკლებული საათების რაოდენობა, უნდა ანაზღაურდეს, შაბათის ხარჯზე ან სხვა დღეებში დამატებითი გაკვეთილების ჩტარებით”, – აღნიშნა knews. Ge-სთან საუბრისას ლევან მრელაშვილმა.
მისი ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლებში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

