გიორგიწმინდის მოსახლეობამ ხელისუფლებას გასხვისებული მიწის უკან დასაბრუნებლად ერთკვირიანი ვადა მისცა
ადგილობრივ ხელისუფლებასა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდას მოსახლეობას შორის თითქმის ერთ საათიანი შეხვედრა ნაწილობრივ შეთანხმების გარეშე დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს სოფელში არსებული 500 ჰექტარი სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის უკან დაბრუნება და ხელისუფლების წარმომადგნელებს პრობლემების მოსაგვარებლად ერთ კვირიანი ვადა მისცეს. თავის მხრივ ხელისუფლება მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საპარტნიო ფონდი მათთან კონსულტაციებს გამართავს და საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს. ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეხვედრა ხმაურის ფონზე დაიწყო.
ადგილობრივები კახეთის გუბერნატორის მოადგილის განცხადებამ გააღიზიანა. ირაკლი შიოშვილმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, თვითნებურად ეუფლებოდნენ. ადგილობრივებმა შიოშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.
მხარებს შორის სიტყვიეტი დაპირისპირება სამართალდამცევბმა განმუხტეს.
ამასთამ, სასამართლოში დავის წარმოებისათვის მოსახლეობას იურიდიული დახმარება შესთავაზა და მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება სცადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, თუმცა მოსახლეობამ გიორგი ბოტკოველის შეთავაზებაზე უარი თქვა და მას ტერიტორია დაატოვებინა.

