გურჯაანში კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით გურჯაანში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 3-დან 12-მდე გაიზარდა.
როგორც Knews.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რამდენი ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში გურჯაანსა და მთლიანად კახეთის რეგიონში, ზუსტი მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
,,ამ ეტაპზე არ გვაქვს ზუსტი ციფრი, რამდენი ადამიანი იმყოფება კახეთი თვითიზოლაციაში, ან როგორ იცავენ ისინი იმ მოთხოვნებს რას დადგენილია. დღის ბოლოსთვის ყველა მუნიციპალიტეტიდან ველოდებით მონაცემებს და ზუსტი ციფრი მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ გვეცოდინება. ეს ციფრი ყოველდღიურად ცვალებადია”,- განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, არსებულ სიტუაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოფლებში მერების წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებს.
ნელი ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ მოქალაქეები თვითიზოლაციაში იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის გამო არიან, რადგან საინკუბაციო პერიოდი ამ დროისთვის გასული არ არის.
,,ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მათ აქვთ კორონავირუსი. მათ იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ და საინკუპაციო პერიოდის გასვლამდე ვაკვირდებით”,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
Knews.ge აღნიშნულ საკითხზე დამატებით ინფორმაციას დღის ბოლოს შემოგთავაზებთ.