კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დედოფლისწყაროში საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ორგანიზებას გაუწევს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, სამუშაოების ფარგლებში ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავდება მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო, სასწავლო და საჯარო დაწესებულებები, ჩატარდება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების შეხვედრები და სხვა.
“დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილისა და მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე COVID-19-ის პრევენციაზე იმსჯელეს.
საქართველოს ხელისუფლება რეგიონებთან კოორდინირებულ რეჟიმში COVID-19-ის ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს და ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ამის მიუხედავად, თითოეულმა მოქალაქემ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები მკაცრად უნდა დაიცვას”, – აცხადებენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.