ახალი ამბები

სოფელ წინანდალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს “ნისან ტიდას” მარკისა და ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის მანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად სადისტრიბუციო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელი სახლის კარებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ფოტო: mak.ge