სოფელ ნაფარეულში 86 ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 86 ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობისთვის 2 მილიონ 110 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
,,ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ლოპოტას“ სოფელ ნაფარეულში მდებარე 30613 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 461 595 ლარად საკუთრებაში გადაეცა.
დაგეგმილია სოფელ ნაფარეულში არანაკლებ 86 ნომრიანი სასტუმრო მოწყობა, რისთვისაც 2 110 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება”,– განაცხადეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში.