ახალი ამბები

თელავის ისტორიულმა მუზეუმმა მუშაობა დროებით შეაჩერა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, თელავის ისტორიულმა მუზეუმმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

როგორც მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ისინი მუშაობას 17 მარტიდან განაახლებენ.

,,კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, თელავის ისტორიული მუზეუმი მუშაობას წყვეტს მიმდინარე წლის 16 მარტის ჩათვლით”,- აცხადებენ თელავის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციაში.

მათივე თქმით, მუზეუმში კორონა ვირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.