ახმეტაში დამზადებული ეთერზეთები საფრანგეთსა და გერმანიაში გაიყიდება
ახმეტის მუნიციპალიტეტში კომპანია “აგრო არომას” მიერ წარმოებული ეთერზეთები ზაფხულში საფრანგეთსა და გერმანიაში ექსპორტზე გავა.
კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე პროდუქციის ექსპორტზე გასატანად მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.
მისი განმარტებით, კომპანია ყოველწლიურად 500 კილოგრამ ეთერზეთს ამზადებს, თუმცა ისინი ექსპორტისთვის წელს წარმადობის გაზრდას და 10-15 ტონა პროდუქტის წარმოებას გეგმავენ.
,,პროდუქტს სხვადასხვა საეკლესიო მაღაზიაში ვყიდით, 1კილოგრამი ეთერზეთის ფასი 100 ლარია. პროდუქტი ახმეტაში, თელავსა და თბილისში იყიდება”,- აცხადებს კომპანიის დირექტორი.
“აგრო არომას” ეთერზეთების საწარმო ახმეტაში 2018 წლიდან მოქმედებს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანიას ახმეტაში 3 საწარმო აქვს, რომელშიც ამ დრომდე დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.