ახალი ამბები

რას ფიქრობენ თელავში კორონა ვირუსთან დაკავშირებით

თელავსა და გურჯაანში მდებარე სააფთიაქო ქსელებში პირბადეების დეფიციტია.

საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გამო მოსახლეობაში პანიკაა, რომელმაც პირბადეების დეფიციტი გამოიწვია. როგორც “knews” – ს სააფთიაქო ქსელ “PSP”-ში განუცხადეს, პირბადებიის მარაგი ამოწურულია და არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეავსებენ.

საქართველოში, დღეისათვის 3 კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული.

რას ფიქრობს თელავში მცხოვრები მოსახლეობა ამ საკითხთან დაკავშირებით, გთავაზობთ ჩვენს გამოკითხვას.

ავტორი: თორნიკე ხალხელაური