არჩევნებიახალი ამბები

თელავში პროექტი “საარჩევნო განვითარების სკოლა” დასრულდა

თელავში პროექტი “საარჩევნო განვითარების სკოლა” დასრულდა.

პროექტის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცა. სასწავლო კურსის განმავლობაში პროექტის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო სისტემებზე, საარჩევნო ადმინისტრაციაზე, დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებზე, საქართველოში არჩევით ორგანოებზე, არჩევნებში ჩართულ მხარეებზე, არჩევნების გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობაზე, გენდერულ თანასწორობასა და ევროპარლამენტის არჩევნებზე. მათ ასევე მიიღეს ცოდნა ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებების, არჩვნების და კვლევების, დეზინფრომაციის და ყალბი ცნობების გავრცელების შესახებ.
პროექტი, რომლის მიზანი საარჩევნო პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და ახალგაზრდების დაინტერესებაა, წელს უკვე მეექვსედ განხორციელდა.

 

ავტორები:

მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური