თელავში განათლების რეგიონული გამოფენა გაიმართება
17 მარტს თელავში განათლების რეგიონული გამოფენა გაიმართება.
ღონისძიება საგანმანათლებლო ინტერნეტპორტალ EDU.ARIS.GE-ს ინიციატივით ჩატარდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში, მუნიციპალიტეტებსა და და სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების სწორ და დროულ ინფორმირებულობას საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებისა თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
გამოფენის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ასევე უმაღლეს სასწავლებლებს, მისცემს შესაძლებლობას მოიზიდონ და უშუალო კონტაქტი დაამყარონ სამიზნე აუდიტორიასთან საქართველოს რეგიონებში.
,,გამოფენა 16 მარტს, ქვემო ქართლის რეგიონში აიღებს სტარტს და 21 მარტს, ბათუმში დასრულდება.მისი მიზანია დაეხმაროს აბიტურიენტებს, სტუდენტებს, უფროსკლასელებსა და მათ მშობლებს, გაეცნონ და უკეთ შეარჩიონ საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე სწორად დაგეგმონ თავიანთი სამომავლო კარიერა.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში განათლების პოპულარიზაციას. ასევე მოსწავლეების, მათი მშობლების, სტუდენტებისა თუ პედაგოგებისათვის შევქმნათ ერთიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მათ ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებასთან ერთად, შთაბეჭდილებებისა და მოსაზრებების გაზიარებაც შეეძლებათ.
მონაწილეობას მიიღებს საქართველოში აკრედიტებული 20-მდე წამყვანი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტი საქართველოს ყველა რეგიონიდან და დედაქალაქიდან”,- განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
თელავში, სასტუმრში „ძველი თელავი“, გამოფენა დღის 11:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათზე დასრულდება.
თელავში, სასტუმრში „ძველი თელავი“, გამოფენა დღის 11:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათზე დასრულდება.