ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან კარანტინში სამი მოქალაქე გადაყავთ
საქართველოს სამ მოქალაქეს, რომლებიც სატვირთო მანქანის მძღოლები არიან და ირანში იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან თბილისში საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.
როგორც ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფისში აცხადებენ, სამივე მძღოლმა სატვირთო მანქანით საქართველოს საზღვარი 22 თებერვალს გადაკვეთა, ირანში დაიტვირთა მანქანა და დღეს ლაგოდეხის საბაჟოს გავლით საქართველოში ბრუნდებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა სპეციალური მანქანით მათი საკარანტინო ზონაში გადაყვანა მაინც მოხდება.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გადაიყვანეს.