ვიდეორეპორტაჟისტატიები

17 წლის ქუჩის მხატვარი ახმეტიდან

17 წლის მარიამ ცისკარიშვილი უსახურ და დანგრეულ კედლებს ნახატებით ალამაზებს. 

ახმეტაში, ზემო და ქვემო ალვანში ის ერთადერთი ქუჩის მხატვარია.

,,ხატვაზე არ მივლია არსად, არ მაქვს ამ მხრივ განათლება და ასე უბრალოდ მომინდა გამელამაზებინა ჩემი სოფელი, ზემო ალვანის ეს ნაცრისფერი კედლები და გადავწყვიტე გამოვსულიყავი ქუჩაში და დიდ ფართზე დამეხატა.

მე ჩემი საქმიანობით ვცდილობ, რომ ახალი სიცოცხლე შევძინო ძველ კედლებს. მე მინდა ზემო და ქვემო ალვანი სხვა სოფლებისგან გამოირჩეოდეს სიფერადით”,- განუცხადა Knews.ge-ს მარიამ ცისკარიშვილმა.

მარიამს ზემო ალვანში ორი კედელი აქვსმოხატული, ქვემოში – ერთი. ნახატებში ფოლკლორს, ისტორიას და ხელოვნებას აცოცხლებს. ის ერთი ნახატის დახატვას ორიდან ხუთ დღემდე ანდომებს.

,,ზემო ალვანში მაღაზიის კედელზე დახატულ ნახატზე გამოსახულია ფრიდა კალო, ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი. მას ძალიან მძიმე ისტორია აქვს, რომელსაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე. მისი ერთ-ერთი ცნობილი ფრაზაა გაუმარჯოს სიცოცხლეს”,- აცხადებს მარიამი.

მარიამი სწავლის გაგრძელებას სამხატვრო აკადემიაში აპირებს. მას უნდა, მომავალში კედლები სხვა სოფლებშიც  მოხატოს.

,,სწავლის გაგძელებას თბილისში სამხავრო აკადემიაში ვაპირებ, თუმცა ამ საქმეს არ შევეშვები და კვლავ გავაგრძელებ კედლების მოხატვას და უსახური შენობების გაცოცხლებას.”

 

ავტორები: მაკა ხაზიური, ზურა არჩემაშვილი