მეწარმე ქალთა ინიციატივები თელავის საკონსულტაციო საბჭოს
NDI – ის პროექტი “მეწარმე ქალთა კლუბი 2”- ის ფარგლებში, თელავის საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მეწარმე ქალბატონების მიერ წარდგენილ ინიციატივებზე იმსჯელეს.
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მცირე და საშუალო მეწარმე ქალებს სჭირდება დახმარება, რათა მათი სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით თელავის მუნიციპალიტეტმა მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი გადაწყვეტილებები მიიღოს.