ახალი ამბები

სროლა გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს.

შემთხვევა გუშინ, 25 თებერვალს, ღამის საათებში მოხდა. ინფორმაციას ადასტურებენ კლინიკის თანამშრომლები, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ პალატის მისამართით ისროლეს, სადაც ერთ-ერთი პაციენტი მკურნალობის კურსს გადიოდა.
პაციენტი სააავადმყოფოში წინა დღეს, თანასოფლელებთან კონფლიქტის გამო მოხვდა. ის წარსულში მკვლელობის მუხლით არის ნასამართლევი და მან პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.

საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ავტორი: მაკა ხაზიური