ახალი ამბები

ავარიას დედოფლისწყაროში 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ავარიას დედოფლისწყაროში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სანადიროდ წასული ახალგაზრდების ჯგუფს მანქანა ამოუტრიალდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე6- ე ნაწილით დაიწყო.

გარდაცვლილ ახალგაზრდას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.