პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ახალი სკოლა გაიხსნება
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ წინუბანს წლის ბოლოს ახალი სკოლა ექნება.
საჯარო სკოლა 90 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, სადაც 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია განთავსდება. შენობა ასევე მოიცავს სანიტარული კვანძის ბლოკებს მოსწავლეებისა და ადმინისტრაციისათვის. საგანმანათლებლო დაწესებულება შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.