თელავში წარმოებული ღვინო “Madamwine” შესაძლოა ექსპორტზე შევიცარიასა და ინგლისში გავიდეს
თელავში წარმოებული ღვინო ,,Madamwine” შესაძლოა ექსპორტზე შევიცარიასა და ინგლისშიც გავიდეს.
კომპანია მომხმარებლებს საქართველოში წარმოებულ ევროპული წესით დამზადებულ ღვინოს სთავაზობს, რომელიც სპეციალურად სხვადასხვა გემოვნების ქალებისთვისაა შექმნილი.
მეწარმე მანანა ახვლედიანმა კომპანია 2010 წელს დააარსა, პირველი პროდუქცია კი 2016 წელს ჩამოასხა და ღვინო მალევე ექსპორტზეც გაიტანა.
,,ამ ეტაპზე ღვინო ექსპორტზე ესტონეთში, ფინეთსა და აზერბაიჯანში გადის, ასევე მოიაზრება მისი პოლონეთშიც გატანა. გარდა ამისა, ექსპორტი შვეიცარიასა და ინგლისშიც იგეგმება. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ქვეყნის მასშტაბით “Madamwine”-ის ღვინო მხოლოდ ბარებსა და რესტორნებში იყიდება. ღვინო თელავის ერთ-ერთ ქარხანაში იწარმოება. პროცესში 5 ქალია ჩართული. 2019 წელს, დაახლოებით, 8 000 ბოთლი ღვინო ჩამოვასხით’‘,- განაცხადა მანანა ახვლედიანმა.
ავტორი: მაკა ხაზიური