ახალი ამბები

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კახეთში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კახეთის მუნიციპალიტეტებში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით გამოცხადდა. დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება.