ახალი ამბები

სოფელ ფშავლის ტყეში ხანძრის შედეგად 10 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა

წინასწარი ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ხანძრის შედეგად 10 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა.

როგორც “knews” – ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. დასახლებულ პუნტქზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ცნობისთვის, სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ფშავლის ადმინისტრაციულ ერთეულში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ვალერი აბრამიშვილის ინფორმაციით, ხანძარი ტყის მასივზე იყო გავრცელებული. დღის მეორე ნახევარში ცეცხლის ტყის ქვედა საფარს, ბალახს და ეკალბარდს გაუჩნდა.