ახალი ამბები

თელავში, ზუზუმბოზე საცხოვრებელი სახლი იწვის

ქალაქ თელავში, ე.წ. ზუზუმბოს დასახლებაში ხანძარია. “knews”-ის ინფორმაციით, ყარალაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის.

როგორც “knews” – ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.