ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის ტყეში გამხმარ ბალახს, ბუჩქნარს და ხეებს ცეცხლი უკიდია.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის კერები დღის მეორე ნახევარში შენიშნეს და შესაბამის სამსახურს აცნობეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ამ დროისთვის 20 – მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ზონაში იმორიგევებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და გათენებისთანავე სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდება.