ახალი ამბები

რა ინფორმაციას ფლობ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით?- გამოკითხვა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, 2016- 2017 წლებში კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმები შემუშავდა.

ამის მიუხედავად კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში ნარჩენების კომპოსტირება და დახარისხება არ დაწყებულა.

5 წლიანი გეგმები მოიცავს მოსახლეობისგან ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შესახებ ინფორმაციას, შეგროვებული, აღდგენილი და განთავსებული არასახიფათო ნარჩენების რაოდენობისა და სახეობების შესახებ მონაცემებს, სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვისათვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, ნარჩენების დამუშავების ახალი ობიექტების მშენებლობის გეგმებს და სხვა.

გადადი ლიკნზე და მიიღე მონაწილეობა გამოკითხვაში:

Loading…