თელავში მოსახლეობამ აქცია გამართა
თელავში მოსახლეობამ წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა.
ადგილობრივების ნაწილი knews-სთან აცხადებს, რომ წყალმომარაგების კუთხით სიტუაცია რთულია. ისინი წყლის მარაგის არასწორ გადანაწილებაზე საუბრობენ. მათი თქმით, წყალი ხშირად მთელი კვირის განმავლობაში არ მიეწოდებათ.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესებესებასთან დაკავშირებით სამუშოები უკვე დაიწყო. მიმდინარეობს კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოები, ასევე წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა.
შეგახსენებთ, რომ აქცია გაიმართა ერთი თვის წინაც. მოსახლეობის თქმით, შესაბამისი უწყებიდან ელოდებიან რეაგირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.
ავტორები:
მარიამ ოქროცვარიძე
თორნიკე ხალხელაური