ახალი ამბები

გურჯაანში მცხოვრები ძალოსანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

გურჯაანში მცხოვრები სპორტსმენი, ძალოსანი ნიკა ქაჩლიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მან თბილისში, ძალისმიერ სამჭიდში გამართულ ჩემპიონატში , შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, 67 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.

,,ძალოსნურ სამჭიდში ვარ საქართველოს 5 გზის ჩემპიონი, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. ამავდროულად ვმუშაობ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ქალაქ თბილიში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, მივიღე მონაწილეობა  სამინისტრის სახელით და ავიღე პირველი ადგილი. 67 კგ წონით კატეგორიაში ვიასპარეზე.

10 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული.

სამომავლოდ მინდა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო და ვასახელო საქართველო და ჩემი სამსახური”, – განუცხადა knews. Ge-ს ნიკა ქაჩლიშვილმა.