„თელავის ღვინის მარნის “ დამფუძნებელი ყველის წარმოებას გეგმავს
ზურაბ რამაზაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ყველის მცირე რაოდენობით დამზადებას გეგმავს, რომელსაც ,,მწვანე რანჩოს“ ბაზაზე დაიწყებს.
მან მწვანე რანჩო 2014 წელს ააშენა და მასში დაახლოებით 900 000 ლარის ინვესტიცია ჩადო.
„მწვანე რანჩოში 65 ძროხა გვყავს, რომლებიც პოტენციურად მეწველები არიან, საუბარია დღეში 1000 ლიტრ რძეზე, რომელსაც ამ ეტაპზე „სოფლის ნობათი“ იბარებს. შემდგომში შესაძლებელია ეს რძე გადავაქციოთ საბოლოო პროდუქტად, ყველად რომელსაც მომხმარებელს მივაწვდით“, – აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.