საქართველოს უნივერსიტეტმა თელავში ბიბლიოთეკა გახსნა
საქართველოს უნივერსიტეტის კახეთის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკა გაიხსნა.
საქართველოს უნივერსიტეტის კახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი ელენე გვერდელაშვილი განმარტავს, რომ ეს არის კიდევ ერთი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც კახეთის რეგიონულ ოფისში სამკითხველო სივრცე მოეწყო, რითაც ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით საგანმანათლებლო ბენეფიტს მიიღებს.
,,ბიბლიოთეკაში, ძირითადად, წარმოდგენილია პროფესიული ლიტერატურა, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. დაინტერესებული პირებს მიეცემათ საშუალება გაიღრმავონ ზოგადი თუ პროფესიული განათლება და გაეცნონ თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სახელმძღვანელოებს, ასევე წიგნებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაში ხელს შეუწყობს.
გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, აქ არის მხატვრული და საბავშვო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს (მე-11, მე-12) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა შეეძლება ყველას.
საქართველოს უნივერსიტეტი, მუდმივად ცდილობს იყოს პასუხისმგებლობის მქონე კორპორაციული მოქალაქე და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტის ლობისტი’’,- განუცხადა Knews.ge-ს ელენე გვერდელაშვილმა.