ახალი ამბები

გურამ დოჩანაშვილის სალონური საუბრები თელავში

თელავში, აზროვნების აკადემია საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, კიდევ ერთ ღონისძიებას გამართავს.

22 თებერვალს 14:00-საათზე შედგება სალონური საუბრების კიდევ ერთი შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან.

სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, მათთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მათთვის საინტერესო საკითხი.

სალონური საუბრები გაიმართება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეტარის მცირე დარბაზში. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.