სიღნაღში ნარჩენების დახარისხებას დაიწყებენ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას პროექტის „საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება – ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარაციისთვის ურნები გადაეცა.
როგორც მერიაში განაცხადეს, აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოლაიფი” თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.
,,ურნები ქალაქ სიღნაღში განთავსდა, სადაც ამ ეტაპზე პლასტმასის და ქაღალდის ნარჩენების დახარისხება მოხდება.
მერია მოსახლეობას სთხოვს ურნებით სარგებლობისას დაიცვან მასზე განთავსებულ სტიკერებზე აღნიშნული მოთხოვნები და ხელი შეუწყონ ქალაქში ნარჩენების სეპარირების პროცესს”-, განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.